საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. შეხვედრა, სავარაუდოდ, პარასკევს, 16 თებერვალს გაიმართება.
„ეს შეთანხმება მოჰყვება G7-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს 2023 წლის ივლისში ვილნიუსში ნატო-ს სამიტის ფარგლებში“, - განუცხადეს ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისში.
იანვარში საფრანგეთის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, მოემზადონ უკრაინის მხარდასაჭერად იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი დახმარებას შეწყვეტს.
გავრცელებული ცნობით, თებერვალში ასევე იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება გერმანიასთან.