პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სინანული გამოთქვა, რომ მოსკოვმა უკრაინაში აქტიური მოქმედებები უფრო ადრე არ დაიწყო. პუტინმა ამის შესახებ რუსულ ტელერახ „როსია 1“-თან ინტერვიში განაცხადა.
„ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანობთ არის ის, რომ უფრო ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან“, - თქვა რუსეთის დიქტატორმა.
მან ისაუბრა მინსკის შეთანხმებებზე, როგორც მან თქვა, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთი ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ამბობდნენ, რომ არ აპირებდნენ შეთანხმებების განხორციელებას. პუტინის თქმით, ისინი უბრალოდ დროს იგებდნენ კიევის რეჟიმის შეიარაღებისთვის.
მისივე თქმით, რუსეთი ცდილობს, დაასრულოს ომი უკრაინაში.
„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეჩერებას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს ვცადეთ მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს“,- აღნიშნა პუტინმა.