აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინას ახლა განსაკუთრებით სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო ჭურვები. მისივე განცხადებით, აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ამის შესახებ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე ისაუბრა.
ოსტინის განცხადება გაჟღერდა იმ ფონზე, როდესაც კანონპროექტი, რომელიც დამატებით თანხებს უზრუნველყოფს კიევის დასახმარებლად, ჯერ კიდევ არ არის მიღებული რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებადი წარმომადგენელთა პალატის მიერ.
”ჩვენ გავაგრძელებთ მთელი ჩვენი რესურსის გამოყენებას უკრაინის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის”, - თქვა ოსტინმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს უკრაინას განსაკუთრებით მწვავედ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო ჭურვები.
ლოიდ ოსტინი, რომელიც საავადმყოფოდან გუშინ გაწერეს და უფლებამოსილების შესრულებას სახლიდან განაგრძობს, სხდომაზე სიტყვით დისტანციურად გამოვიდა.