სალომე ზურაბიშვილი თავს ვალდებულად არც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას დაემორჩილოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის საკითხზე.
„რაზე უნდა ისაუბროს? ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებაზე. მისი პატრონები რასაც ჩათვლიან, რომ რელევანტური იქნება ოპოზიციის დასახმარებლად, იმაზე ილაპარაკებს. სალომე ზურაბიშვილი თავს ვალდებულად არც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციას დაემორჩილოს, ეს დასანანია. ოპოზიცია გულშემატკივრობს პრეზიდენტის მხრიდან ასეთ ბიჰევიორისტიკას, რომ კონსტიტუციას პატივს არ სცემდეს და ზევიდან დადიოდეს. მას თუ ჰგონია, რომ ეს ავტორიტეტს შესძენს, ძალიან ცდება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.