რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი, მზად არის უკრაინის წინააღმდეგ ომის პოლიტიკური და დიპლომატიური დასასრულისთვის, მაგრამ მხოლოდ იმის საფუძველზე, რისი ოკუპაციაც უკვე მოახერხა.
„ჩვენ ღია ვართ პოლიტიკური და დიპლომატიური დარეგულირებისათვის, რომელიც ეფუძნება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებას, იმ რეალობის გათვალისწინებას, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში განვითარდა და რომელმაც ახლა არსებულ მდგომარეობამდე მიგვიყვანა“, - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ვინაიდან დასავლეთის ქვეყნებს „არ სურთ“ მოსკოვის ინტერესებისა და არსებული რეალობების გათვალისწინება, შეთანხმების შესაძლებლობები „ჯერ არ ჩანს“.
„თუმცა იმის გამო, რომ მათ, ვინც ომი გამოგვიცხადა, სერიოზული წინადადებისა და ჩვენი ინტერესების გათვალსწინების სურვილი არ აქვთ, არ სურთ გაითვალისწინონ ჩვენი ინტერსები და ადგილზე არსებული რეალები, მოლაპარაკებათა მაგიდასთან საუბარი ჯერ ვერ შედგება. ასეთი ვარიანტები არ განიხილება“, - თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები არ თმობენ „ოცნებებს“ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე.
მან ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთისა და მათ მიერ დაკავებული უკრაინის ტერიტორიების უსაფრთხოება „საიმედოდ იქნება უზრუნველყოფილი და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები მიღწეული იქნება.