ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია, არის ადამიანების იდეური ერთობა, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილ ბრძოლაზეა ორინტირებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
„არ მიმაჩნია, რომ ოპოზიციური კონფიგურაციები მოსახლეობისთვის დიდი ინტერესის საგანი იყოს. ვიქნები იქ, სადაც არ არის ჩრდილოვანი გავლენა და პოლიტიკური კორუფცია, არის ადამიანების იდეური ერთობა, ვინც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნამდვილ ბრძოლაზეა ორინტირებული. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საბოლოო კონფიგურაცია ჩამოყალიბდება. ალბათ ეს იქნება თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში. ნიკა გვარამიასთან და ნიკა მელიასთან საუბარი მქონდა და ამ დრომდე არ შემიწყვეტია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, იყოს იდეა და სინერგია, რომელიც მოიტანს ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესს, ხალხის ინტერესი ასახული იქნება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.