უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ძალებმა დრონებით დარტყმის შედეგად შავ ზღვაში დიდი რუსული სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ ჩაძირეს. „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, აღნიშნული ოპერაცია უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განახორციელა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 14 თებერვალს ღამით, რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში 6 დრონი ჩამოაგდეს.
პარალელურად, ტელეგრამის არხებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალუპკა-კაციველის რაიონში, ზღვაში რაღაც იწვოდა.
ასევე ტელეგრამ-არხი “ყირიმის ქარი წერდა, რომ დრონებით, სავარაუდოდ, დიდ სადესანტო გემზე დარტყმა განხორციელდა.
მოგვიანებით ფოროსის რაიონში სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენი კა-27 დააფიქსირეს.