შოთა მიშველაძე ევროპის ბრინჯაოს მედლის მფლობელია
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. 61 კგ წონით კატეგორიაში შოთა მიშველაძემ კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 125 კგ დაძლია და ამ დისციპლინაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აკვრაში 147 ასწია და ორჭიდში მოგროვებული 272 კილოგრამით კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ დღეს 55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა რამინ შამილიშვილმა ევროპის ვიცეჩემპიონობა იზეიმა.
ძალოსნობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
გოგა ჩხეიძე - 67 კგ;
არჩილ მალაყმაძე - 73 კგ;
ზურაბ მსხალაძე - 96 კგ;
ირაკლი ჩხეიძე - 102 კგ;
ზაზა ლომთაძე - 109 კგ;
მარიამ მურღვლიანი - 87 კგ;
ანასტასია გოტფრიდი - +87 კგ;
ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე - +109 კგ.