ლერი აბულაძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ევროპის 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა.
საქართველოს ნაკრების წევრი ლერი აბულაძე ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (United World Wrestling) მსოფლიოს 2023 წლის საუკეთესო მოჭიდავის ნომინაციაზე გასული წლის დეკემბერში წარადგინა.
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატში ლერი აბულაძემ 12 თებერვალს იასპარეზა, თუმცა ტურნირს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა.
2023 წლის სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე (63 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ამავე წელს, ლერი აბულაძე გახდე ევროპის ჩემპიონი.