რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი იური ლომაძე (77 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ხორვატი ანტონიო კამენიასევიჩი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
შარშან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედალს ლერი აბულაძე (63 კგ) დაეუფლა, ალექსანდრე წურწუმიამ (55 კგ) და ჯონი ხეცურიანმა (67 კგ) ვერცხლი დაისაკუთრეს, ლაშა გობაძემ (87 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, კონტინენტის მიმდინარე პირველობაზე საქართველოს ღირსებას 10 სპორტსმენი დაიცავს. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ასპარეზობაში 16 თებერვლიდან ჩაებმება.