ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
55 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა რამინ შამილიშვილმა ევროპის ვიცეჩემპიონობა იზეიმა.
ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 111 კგ დაძლია, აკვრაში - 130 და ორჭიდში მოგროვებული 241 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ რ. შამილიშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. 2023 წელს მეორე საპრიზო ადგილი მან ერევანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მოიპოვა.
ძალოსნობაში 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ:
შოთა მიშველიძე - 61 კგ;
გოგა ჩხეიძე - 67 კგ;
არჩილ მალაყმაძე - 73 კგ;
ზურაბ მსხალაძე - 96 კგ;
ირაკლი ჩხეიძე - 102 კგ;
ზაზა ლომთაძე - 109 კგ;
მარიამ მურღვლიანი - 87 კგ;
ანასტასია გოტფრიდი - +87 კგ;
ლაშა ტალახაძე, ბაქარ თურმანიძე - +109 კგ.