ნიუ იორკის ერთ-ერთ მეტროსადგურში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. იუწყება Associated Press
გავრცელებული ინფორმაციით, სროლა მოხდა ორშაბათს, საღამოს.
ინციდენტი მოხდა ბრონქსში, ადგილობრივი დროით 16:30 საათზე, იმ დროს, როდესაც ქალაქის მეტრო სავსეა ბავშვებით, რომლებიც სკოლიდან ბრუნდებიან.
პოლიციამ დაადასტურა, რომ სროლის შედეგად 35 წლის კაცი დაიღუპა.
გარდა ამისა, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სხვა დაშავებულებებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს.
დაშავებულია 14 წლის გოგონა, 15 წლის ბიჭი, 29 წლის ქალი და ორი კაცი - 71 და 28 წლის.
ნიუ იორკის პოლიცია ეძებს შეიარაღებულ პირს, რომელმაც ბრონქსის მეტროში და სადგურის პლატფორმაზე ცეცხლი გახსნა,