ლაშა ტალახაძე ევროპის 2023 წლის საუკეთესო ძალოსანი მამაკაცი გახდა.
ქართველი სპორტსმენი კონტინენტის საუკეთესო ძალოვნად ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა და სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა დაასახელეს.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, სადაც ხვალიდან ევროპის ჩემპიონატი დაიწყება.
ლაშა ტალახაძე ევროპის საუკეთესო ძალოსნად 2021 წელსაც დასახელდა.