უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უკრაინა უნდა დარჩეს „ბუფერულ ზონად“ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს, მაგრამ არ გახდება ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი.
„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოეწონებათ თუ არა, უკრაინა არის რუკაზე - იქ, სად არის. საუკეთესო პერსპექტივაა ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის - რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს.
რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება მის საზღვრებზე ისეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“,- თქვა ორბანმა.