"ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გასაყალბებლად, - აცხადებს ტელეკომპანია "პირველის" ეთერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კომუნიკაციების მდივანი დიმიტრი შაშკინი.
მისი თქმით, ეს არის აბსოლუტურად ნათელია.
"ბუნებრივია, "ქართული ოცნება" ემზადება არჩევნების გასაყალბებლად, ეს არის აბსოლუტურად ნათელი. საარჩევნო სიები არის არეული. ამაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმაც ისაუბრა. დაიწყეს გაერთიანება [საარჩევნო] უბნების, რაც სერიოზულ ქაოსს გამოიწვევს მოსახლეობაში და მინდა ვუთხრა ყველა ამომრჩეველს, რომ ბევრ ამომრჩეველს მოუწევს სხვა მისამართზე მისვლა. ბევრი იქნება ინფორმირებული, ბევრი არ იქნება ინფორმირებული, მაგრამ ეს პრობლემა დგას. მეორე პრობლემა დგას, უზარმაზარი ემიგრაციის რაოდენობა. თქვენ იცით, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 23%-მა მოსახლეობისა დატოვა ქვეყანა ბოლო 5 წელიწადში. შედარებისთვის, უკრაინა დატოვა 28%-მა ომის ფონზე. ჩვენს მეზობელ სომხეთში ეს ციფრი არის 6%. ჩვენი ხალხი წავიდა დასავლეთში არა იმიტომ რომ იქ უკეთესი პირობები დახვდება ცხოვრების, როგორც ეს ჰგონია ქუთაისის მერს, რომელიც მოუწოდებს ქართველებს, რომ წავიდნენ დასავლეთში, იქ იმუშაონ და მეტი ფული აქ გამოაგზავნონ, რომ ბიუჯეტიდან მეტი ფული მოიპარონ", - ამბობს შაშკინი.