საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს პირველი ოქრო -52 კგ კატეგორიაში, კადეტებში გიგი ალანიამ მოუპოვა.
ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
დღეს შეჯიბრებაზე ტიტულის დაცვას შეეცდება ევროპის მოქმედი ჩემპიონი იკა სულამანიძე. ქართველი სპორტსმენი ბოსნია-ჰერცეგოვინას წარმომადგენელს, ბეხირ გრაბუსს, დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.