ესტონეთი გააგრძელებს თავდაცვის ხაზის მშენებლობას რუსეთთან საზღვარზე. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც კვირას, 11 თებერვალს გამოქვეყნდა.
"ტალინი არ შეცვლის თავის გეგმებს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინტერვიუ მისცა "ერთ ჟურნალისტს", - აღნიშნა პევკურმა.
მისი თქმით, ტალინი არ ენდობა პუტინის განცხადებებს და ზრდის მზადყოფნას. „"ეს ყველამ უნდა გააკეთოს, არა მხოლოდ ესტონეთმა, არამედ ყველა სხვა ქვეყანამ".
რამდენიმე დღის წინ, პუტინმა ინტერვიუ მისცა ამერიკელ ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს. ინტერვიუში პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვს ტერიტორიული პრეტენზები არ აქვს ნატოს წევრ პოლონეთსა და ლატვიასთან.
შეგახსენებთ, იანვარში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შექმნან თავდაცვის ერთიანი ხაზი რუსეთთან და ბელორუსთან საზღვრებთან.
თავდაცვითი სტრუქტურები მიზნად ისახავს საჭიროების შემთხვევაში სამხედრო საფრთხეების შეკავებას და დაცვა. ესტონეთი აღმოსავლეთ საზღვრებზე 600-მდე ბეტონის ბუნკერის აშენებას აპირებს.