უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინტერვიუსთან დაკავსირებით განაცხადა, რომ ეს იგივეა, სიყუვა მისცე ჰიტლერს1944 წელს. ამასთან, კულებამ მოუწოდა კარლსონს, არ დაეხმაროს რუსეთის პრეზიდენტს სიცრუის გავრცელებაში.
„დღეს პუტინს ნებას რთავ გაავრცელოს თავისი შეშლილი პროპაგანდა გენოციდზე მეორე დღეს კი ხარკოვზე დარტყმას ახორციელებს და შვიდ ადამიანს კლავს,“ - განაცხადა კულებამ.
„2024 წელს პუტინთან ინტერვიუ იგივეა, რაც ჰიტლერს მისცე სიტყვა1944 წელს. ის უნდა დამარცხდეს, და არა დაეხმაროთ მას სისხლიანი ტყუილების გავრცელებაში“, - აღნიშნა კულებამ.
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ პუტინმა კარლსონთან ინტერვიუში გაიმეორა ძველი ტყუილი დამანიპულაციები,დაამახინჯა მოვლენები.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა აბსოლუტურად უაზრო უწოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომი ნატო-ს გაფართოების შედეგია.
ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პუტინის განცხადებები ახალი არ არის, მაგრამ შემაძრწუნებელია, რომ მათ ამერიკელი ჟურნალისტი ავრცელებს.