თბილისის სპორტის სასახლე ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასის ეტაპს მასპინძლობს. ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, დაძაბულ შეხვედრაში ირანელ ხმლით მოფარიკავესთან, ალი პაკდამანთან 13:15 წააგო. შეჯიბრის გამარჯვებული კი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი არონ სილაგი გახდა.