საქართველოს ხელისუფლება გასულ წელს რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს მიჰყვებოდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ გავაუქმეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა 2000 წლიდან და აღვადგინეთ პირდაპირი ფრენები, რამაც ხელი შეუწყო ადამიანებს შორის კონტაქტებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ჩვენი მიზანია ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზება, რა თქმა უნდა, თბილისიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, - განაცხადა მან.
ამასთან, ზახაროვას თქმით, მოსკოვი აგრძელებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დახმარებას „სახელმწიფოს“ მშენებლობაში, უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და „საერთაშორისო“ ურთიერთობების გაფართოებაში.
„ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკები თანმიმდევრულად უჭერდნენ მხარს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას. ადგილობრივი მოხალისეები რუს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იბრძვიან, სოხუმი და ცხინვალი რეგულარულად აგზავნიან ჰუმანიტარულ დახმარებას დონბასში“, - განაცხადაოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა.