მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახების უზრუნველსაყოფად ყველაფერს გააკეთებს.
„დღესაც კიდევ ერთხელ დავინტერესდი ამ ყველაფრით. მთავარია, თითოეული ადამიანი, ოჯახი იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. მქონდა საუბარი როგორც გუბერნატორთან, ასევე მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა ყველა ეს ოჯახი, ადამიანი იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კობახიძემ.