რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, ოლექსი სირსკი "მოღალატეა".
ამასთან, მედვედევმა დაწყევლა სირსკი.
ოლექსი სირსკი დაიბადა ვლადიმირის ოლქში, რუსეთში, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. იგი მოსკოვში, უმაღლეს სამხედრო სამეთაურო სკოლაში სწავლობდა.
სირსკი ხუთი წელი მსახურობდა საბჭოთა საარტილერიო კორპუსში და 1980-იანი წლებიდან ცხოვრობს უკრაინაში.
მედვედევმა სირსკი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთის არმიაში არასდროს უმსახურია, ოფიცრის ფიცის დარღვევაში დაადანაშაულა.
"უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის სირსკის ბიოგრაფიას რომ ვუყურებ, სიძულვილისა და ზიზღის გრძნობა მეუფლება. ზიზღი კაცის მიმართ, რომელიც იყო საბჭოთა რუსი ოფიცერი, მაგრამ გახდა "ბანდერას" მოღალატე. მან გატეხა ფიცი და ემსახურება ნაცისტებს და ანადგურებს თავის ახლობლებს. დაე, დაეწვას მიწა ფეხქვეშ", - წერს მედვედევი ტელეგრამის არხზე.
"ბანდერა" არის მინიშნება სტეპან ბანდერაზე, მეორე მსოფლიო ომის ხანის უკრაინელ ნაციონალისტზე, რომელიც თანამშრომლობდა ნაცისტურ გერმანიასთან წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
შეგახსენებთ, 8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გადააყენა. ზალუჟნის შეცვლელად სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდ სირსკი დაინიშნა.