უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ოლექსანდრ სირსკი დაინიშნა.
გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი 2019 წლიდან უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურია.
ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან ვალერი ზალუჟნის გადაყენება.
ტელეგრამის არხზე, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ზალუჟნის გაწეული სამსახურისთვის და იმედი გამოთქვა, რომ "გუნდში დარჩება".
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახალ მთავარსარდალს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება აქვს.
"მას აქვს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება, ჩაატარა კიევის თავდაცვითი ოპერაცია. მას ასევე აქვს შეტევის წარმატებული გამოცდილება ხარკოვის განმათავისუფლებელ ოპერაციაში. მე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დავნიშნე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.