ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე - ამის შესახებ მან კლინიკა "ვივა მედიდან" საქალაქო სასამართლოზე ჩართვისას განაცხადა.
"მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას მხარს დაუჭერენ პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე ბევრი საზოგადოებრივი აქტიური მოღვაწე და მე მზად ვარ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საკითხი საერთოდ გვექნება მომავალი თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა. [...] მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბორდის ჩემი თავმჯდომარეობის თემაზე, პირველად არის, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში, უშუალოდ ვერთვები, როგორც ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის მოქალაქედ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე მინდა ყველას შევახსენ, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.