საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 84 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ნდობა გამოუცხადა.
საქართველოს მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა დაიკავა გიორგი ამილახვარმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის - ოთარ შამუგიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის - ლევან დავითაშვილმა, თავდაცვის მინისტრის - ირაკლი ჩიქოვანმა, იუსტიციის მინისტრის - რატი ბრეგაძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრის - თეა წულუკიანმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის - ზურაბ აზარაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის - ირაკლი ქარსელაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის - ილია დარჩიაშვილმა, ფინანსთა მინისტრის - ლაშა ხუციშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის - თეა ახვლედიანმა.