ეგზიტპოლების თანახმად, აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იმარჯვებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
ეგზიტპოლის მიხედვით, ალიევმა ხმების 93,9% მიიღო. არჩევნებში მონაწილე დანარჩენი 6 კანდიდატიდან არცერთს მიუღწევია 2%-მდე.
აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე თითქმის 4,6 მილიონი ადამიანი, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 71% მივიდა.
ილჰამ ალიევმა, ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ და მათი ოჯახის წევრებმა ხმა მისცეს ქალაქ ხანკენდის (ყარბაღი) საარჩევნო უბანზე.
აზერბაიჯანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა და შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილში უნდა გამართულიყო. თუმცა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ ალიევმა მოულოდნელად განაცხადა.