ირანი აცხადებს, რომ იწყებს ახალი ბირთვული კვლევითი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას. იტყობინება სახელმწიფო სააგენტო IRNA.
"ისპაჰანში დაიწყო ბეტონის ჩასხსმა რეაქტორის საძირკველში“, - განაცხადა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ ესლამიმ.
ისპაჰანის ბირთვული კვლევის ცენტრში უკვე განთავსებულია სამი რეაქტორი.
10 მეგავატი სიმძლავრის ახალი კვლევითი რეაქტორი ნეიტრონების მძლავრი წყარო უნდა გახდეს.
შეგახსენებთ, მანამდე ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ იწყებს ატომური ელექტროსადგურის კომპლექსის მშენებლობას ჰორმუზის სრუტის სიახლოვეს. კომპლექსი შედგება ოთხი ცალკეული სადგურისგან, რომელთა საერთო სიმძლავრე 5000 მეგავატი იქნება.
ირანი ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა არ არის მიმართული იარაღის შექმნისკენ და მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.