პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის ცოლი ნატალია მოწონელიძე თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიასთან დაადასტურა ირაკლი კობახიძემ.
"არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონდმებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს და რომც არ ითვალისწინებდეს, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესები. ის, რა თქმა უნდა დატოვებს თანამდებობას", - ამბობს კობახიძე.
ნატალია მოწონელიძე ხელმძღვანელობს სსიპ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს", რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაშია.