ცნობილი ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) სუმოდან საბოლოოდ გააცილეს.
ცოტა ხნის წინ, იაპონიის დედაქალქ ტოკიოში შედგა თმის შეჭრის რიტუალი, რომელიც სუმოისტის კარიერის დასრულების მაუწყებელია.
გამოსამშვიდობებელი ცერემონია "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოქმედმა და ყოფილმა სუმოისტებმა.
ტოჩინოშინმა კარიერის დასრულების შესახებ 2023 წლის მაისში გამოაცხადა. ბოლოს ის სუმოს რანგით მეორე დივიზიონში, ჯურიოში გამოდიოდა.
ლევან გორგაძემ 2018 წლის იანვარში იმპერატორის თასი მოიპოვა, ხოლო იმავე წლის მაისში ოძეკის წოდება მიიღო, რაც მეორეა სუმოს იერარქიაში.