რომან დოლიძისა (12-2) და ნასურდინ იმავოვის (12-4) შეხვედრა აშშ-ის ქალაქ ლას ვეგასში გაიმართა. სამწუხაროდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით, რომან დოლიძე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე იმავოვთან დამარცხდა. აღნიშნული შეხვედრა UFC VEGAS 85-ის მთავარი ბრძოლა იყო.
დოლიძისა და იმავოვის ბრძოლა ხუთრაუნდიანი იყო. პირველი რაუნდი მეტოქის უპირატესობით წარიმართა.
მეოთხე რაუნდში ნასურდინ იმავოვმა რომან დოლიძის წინააღმდეგ არალეგალური დარტყმა გამოიყენა, თუმცა ექიმების ჩარევის შემდეგ ბრძოლა მაინც გაგრძელდა. საბოლოოდ, 35 წლის ქართველმა მებრძოლმა ვერც მეხუთე რაუნდში შეძლო მდგომარეობის გამოსწორება.
ნასურდინმა საბოლოო ჯამში შეხვედრა მოიგო და კარიერაში მე-13 გამარჯვება იზეიმა.