დღეს, 28 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტურო "შერატონში" კომპანია "თელასი" დიღმის სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის საახალწლო წვეულებას გამართავს. წვეულებაზე 170 ბავშვისთვის ნაჩვენები იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა: თოჯინების თეატრი, ზღაპრები, კლოუნების შოუ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ პროექტ "ანა-ბანას" ბავშვები, მარიკო ებრალიძე, თოვლის ბაბუა და ფიფქია. ბავშვებს გადაეცემათ საახალწლო საჩუქრები.
საახალწლო წვეულებას სმენადაქვეითეულ ბავშევბთან ერთად "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია დაესწრება.
კომპანია "თელასი" 7 წელია მფარველობს დიღმის სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს და განსაკუთრებული საჩუქრებით ულოცავს მათ ახალ წელს.
მსგავს საქველმოქმედო საქმიანობას "თელასი" მომავალშიც გააგრძელებს.