დღეს, 28 დეკემბერს, 12:30 საათზე, დევნილთა კონგრესი სამების საკათედრო ტაძარში გამართავს შეხვედრას აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან, ვეტერანებთან, ეკლესიისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
გადახდილი იქნება ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, გაიმართება ქართველი და აფხაზი დაღუპული მეომრების სახელზე მშენებარე სიმონ კანანელის ეკლესიის არქიტექტურული მაკეტის პრეზენტაცია. განხორციელებული იქნება უცხოეთში მცხოვრებ დევნილებთან ვიდეოჩართვა.