ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძესთან შედარებით ალა პუგაჩოვაა - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა.
მისი თქმით, კობახიძე ღარიბაშვილთან შედარებით ურეიტინგოა და სწორედ ამიტომ აირჩია ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირი.
„სინამდვილეში რა საშუალება არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად ლონდონიდან ჩამოიყვანოს ვინმე წიგნიერი ადამიანი და დანიშნოს მინისტრად? აქვს, მაგრამ, ის ამას არ დაუშვებს, რომ ვინმემ საფრთხე შეუქმნას. ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდიდან აარჩია ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირი. ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძესთან შედარებით ალა პუგაჩოვაა. პრიმადონაა მართლა პოპულარობით კობახიძესთან შედარებით", - განაცხადა ანა დოლიძემ.