დღეს, 28 დეკემბერს, 11:30 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დევნილთა სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს დაესწრება.
თბილისში რკინიგზის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში კომპაქტურად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვები 60 ოჯახს ჩაუტარდება, რომლებსაც საჭიროებისამებრ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარება გადაეცემათ.
აქცია ხორციელდება აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით და მასში მონაწილეობას მიიღებს მაღალკვალიფიციური ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რკინიგზის კოლეჯის საერთო საცხოვრებელში განსახლებულია იძულებით გადაადგილებულ პირთა 60 ოჯახი. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 180. აქედან, 9 არის ექვს წლამდე ასაკის ბავშვი. 2 წლამდე ასაკის ბავშვებს დაურიგდებათ ჰუმანიტარული ტვირთი.