უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირის მიერ დახმარების სახით, 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„მადლობელი ვარ შარლ მიშელისა და ევროკავშირის ლიდერების უკრაინის დახმარების ფონდოს შექმნისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას. უკრაინის ფინანსური დახმარება გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც სამხედრო დახმარებასა და რუსეთზე სასანქციო ზეწოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია“, – წერს ზელენსკი.
ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხი დაამტკიცა.