სომხეთი ოფიციალურად შეუერთდა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC).
"სომხეთში 1-ელ თებერვალს ძალაში შევიდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებს, იგივე "რომის სტატუტი", - განაცხადა იეგიშე კირაკოსიანმა, პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში.
"ეს აძლევს სომხეთს შესაძლებლობას, აღკვეთოს სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები მის მიწაზე", - თქვა კირაკოსიანმა და დასძინა, რომ ეს უპირველესად აზერბაიჯანს ეხება.
სხვა საკითხებთან ერთად, ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე, თუ ის ქვეყანაში ეწვევა.
მანამდე რუსეთი მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთს რომის სტატუტთან შეერთების სურვილის გამო და მას "არამეგობრული აქტი" უწოდა. თავის მხრივ, მთავრობის მეთაურმა ნიკოლ ფაშინიანმა, ამ განცხადებების საპასუხოდ, არაერთხელ აღნიშნა, რომ სომხეთის ქმედებები არ იყო მიმართული მოსკოვის წინააღმდეგ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის მარტში გამოსცა პუტინის დაპატიმრების ორდერი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის რეგიონებიდან ათასობით ბავშვის დეპორტაციის ბრალდებით.
რუსეთი არ აღიარებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას.