გუნდმა, როგორც სამთავრობომ, ასევე საპარლამენტომ, 2024 წლისთვის პრიორიტეტები განვსაზღვრეთ. ახალი პრემიერ-მინისტრი ძირითადად ამ ფარგლებში იმოქმედებს, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განმარტა როდის დაამტკიცებს საკანონმდებლო ორგანო ახალ მთავრობას.
„პარლამენტში წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს სამთავრობო გუნდსა და პროგრამას. დიდი ალბათობით პარასკევს იქნება უკვე პარლამენტის ბიურო და მომავალ კვირას რამდენიმე დღე დასჭირდება საკომიტეტო მოსმენებს, შემდეგ ოპოზიციის და უმრავლესობის ფორმატში მოსმენებს და შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე განხილვას. ვფიქრობ, რომ მომავალი კვირის ბოლოსთვის უკვე გვექნება კენჭისყრა და, შესაბამისად, ახალი მთავრობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.