დედაქალაქის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე 16 საკითხი განიხილება.
საკრებულო იმსჯელებს ისან-სამგორის რაიონში ბაღდათის ქუჩისთვის რიჩარდ ჰოლბრუკის სახელის მინიჭების საკითხზე. განიხილება ასევე დაბა წყნეთში დიდგორის რაიონში იოსებ სტალინის ქუჩისა და შესახვევისთვის დიმიტრი ამილახვარის სახელის მინიჭების შესახებ საკითხი.
იმსჯელებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის ქალაქ თბილისის მერიის მიერ სესხის გაცემაზე თანხმობის შესახებაც.