ხვალ, 28 დეკემბერს, 13:00 საათზე, პროფესიული კავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში (მის: ვაჟა-ფშაველას 1/43) გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი, პრესკონფერენციას გამართავს თემაზე: პროფკავშირებმა გასული ერთი თვის განმავლობაში მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების გამოსასყიდი თანხის ნაწილი შეაგროვა. გაიმართა კონცერტები, საქველმოქმედო აქციები და სხვადასხვა აქტივობები. ვინ რა რაოდენობის თანხა გაიღო დატყვევებულთა გასათავისუფლებლად და როგორ იქცევა ასეთ შემთხვევებში ევროპის და ამერიკის მთავრობა?!
პროფკავშირების თავმჯდომარე ისაუბრებს იმაზე თუ რა გაკეთდა და როგორი იქნება სამომავლო ნაბიჯები.