საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცესს.
პრეზიდენტის განცხადებით, ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია.
"ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია! ადამიანის უფლებები თუ ევროპული ღირებულებები სხვა კი არაფერია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, აღსრულების სამსახურის მიერ კეკელიძის N1-ში ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს.