უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 500 000 ადამიანის მობილიზების აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან Channel 4-თან ინტერვიუში ისაუბრა.
პირადად მე, ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ამას არ ვამბობ იმიტომ რომ მინდა ვინმეს ვასიამოვნო ან პასუხი გავცე. ეს არ არის მხოლოდ ცხოვრება, ცხოვრება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. მეორე ამბავია - შესაბამისი მოქმედებები, ოპერაციები. ჯერ არ მინახავს იმდენი მკაფიო დეტალი, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო. მესამე საკითხი არის ფული. მთელი ეს ფინანსები - ეს ნამდვილად არ მოდის პარტნიორებისგან, მინდა ეს ყველამ გაიგოს", - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განმარტა, რომ სამხედროების ხელფასი და წვრთნების ხარჯები უკრაინის ბიუჯეტიდან არის გადახდილი.
ამავდროულად, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ფრონტზე სამხედროების ჩანაცვლებისთვის მობილიზაციაა საჭირო.