მადრიდის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნული მუზეუმის პალეონტოლოგებმა აქამდე უცნობი პრეისტორიული კატის სახეობა აღმოაჩინეს. ძუძუმწოვრები პლანეტაზე ბინადრობდნენ შუა მიოცენის ეპოქაში - დაახლოებით 15,5 მილიონი წლის წინ. მეცნიერთა კვლევა Journal of Vertebrate Paleontology-ში გამოქვეყნდა.
კატის სახეობა, სახელად Magerifelis peignei, მიეკუთვნებოდა პატარა კატების ქვეჯგუფს. მეცნიერთა აზრით, მათი ჩვევები თანამედროვე პირენეის ფოცხვერების მსგავსი იყო. მკვლევრების აზრით, ამ პრეისტორიულ ძუძუმწოვრებს საკმაოდ მოზრდილ ნადირზე შეეძლოთ ნადირობა, რაც თანამედროვე კატებს არ შეიძლიათ.
ამ სახეობას ასევე ჰქონდა პატარა ქვედა მეორე მოლარი (მ2), რომელიც აკლია თანამედროვე კატების დიდ უმრავლესობას. სავარაუდოდ, ცხოველების წონა 7,5 კგ-ზე მეტი იყო.
ახალი სახეობის ნამარხი ნაშთები მადრიდის მახლობლად 2007 წელს აღმოაჩინეს. მეცნიერებს მრავალი წელი დასჭირდათ ნამარხების შესასწავლად და იმის დასადგენად, რომ ეს ცხოველის სრულიად ახალი სახეობა იყო.
აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ძვლები კარგად იყო შემონახული. როგორც არქეოლოგებმა ხაზგასმით აღნიშნეს, დღეს ეს არის ადრეული კატების ერთ-ერთი ყველაზე სრული ნამარხი - აღმოჩენილია ყბა და ყველა კბილი, გარდა საჭრელი კბილებისა.