დასავლეთის ქვეყნები უგულებელყოფენ "თანამედროვე ფიურერის" ბენიამინ ნეთანიაჰუს დანაშაულებს ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ისინი (დასავლეთის ქვეყნები) ჩუმად უყურებენ სისხლითა და ბოროტებით შეპყრობილი თანამედროვე ფიურერის ნეთანიჰუსა და მისი გუნდის მიერ გენოციდის ტოლფას ბარბაროსობას პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“, - თქვა თურქეთის ლიდერმა.
მისი თქმით, „ვინც ქადაგებს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, 105 დღის განმავლობაში უგულებელყოფს ბავშვების, ჩვილებისა და ქალების სასტიკ მკვლელობებს (ღაზის სექტორში)
„ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს იმ ადამიანების ქმედებებიდან, ვინც უსაზღვრო და უპირობო მხარდაჭერას უწევს ისრაელს რეგიონში ავიამზიდების გაგზავნით“, - აღნიშნა ერდოღანმა.