ყველაზე ბედნიერ ხალხად დანიელები და შვეიცარიელები დასახელდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას "ნაშა გაზეტა" "Isopublic" გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით დანიის და შვეიცარიის მოსახლეობის 78% თავს ბედნიერად თვლის და თავისი ცხოვრებით კმაყოფილია.
სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევის კითხვაზე - თვლის თუ თავს ბედნიერად - შვეიცარიამ და დანიამ უმაღლესი ქულა 8,3 ბალი დააგროვეს.
საშუალო ქულა 7 ბალი ფინეთმა, კანადამ, ავსტრალიამ, ავსტრიამ, ბრაზილიამ, აშშ-მ, ბელგიამ, გერმანიამ და ინგლისმა მიიღო, ხოლო იტალიამ 6,7 ბალი.
აღსანიშნავია, რომ ბედნიერ ხალხის ტოპ-ათეულში რუსეთი ვერ მოხვდა.