არანაირი დახსნა არ იქნება, სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი დანაშაულებისთვის, რომელიც ქართველი ხალხის წინაშე აქვს ჩადენილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლები იმსახურებენ იმას, რომ კანონის უზენაესობა აღსრულდეს.
მისივეთ განცხადებით, "დღეს, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დასკვნაში ფაქტობრივად ითქვა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, პრეზიდენტი სანდუ და ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ".
„დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ პრეზიდენტი სანდუ იტყუებოდა, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდა; გავიგეთ, რომ ევროპარლამენტარები იტყუებოდნენ, როდესაც საქართველოს სააკაშვილის წამებას აბრალებდნენ; დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა თავი შეირცხვინა საქართველოს და ქართველი ხალხის წინაშე, რადგან ტყუილად აბრალებდნენ საქართველოს სააკაშვილის წამებას. ეს გავიგეთ დღეს და ამიტომ, მოველით, რომ ბოდიშს მოიხდის ეს ხალხი, მაგრამ ამის მოლოდინიც ნაკლებად არის ხანდახან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.