საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი უხელმძღვანელებს – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა.
ქართულმა რაგბმა 53 წლის ინგლისელთან კონტრაქტი 1+3 წლის ვადით გააფორმა. საქართველოს ნაკრების დამრიგებლის რანგში მისი დებიუტი 4 თებერვალს დესაუში, გერმანიასთან შედგება.
კოკერილი ამავდროულად „შავი ლომის“ მწვრთნელიც იქნება.
კოკერილს 4-ჯერ მწვრთნელის და 5-ჯერ მოთამაშის რანგში აქვს მოგებული ინგლისის პრემიერშიფი, ასევე 2-2-ჯერ დაეუფლა ჩემპიონთა და ინგლისის თასს, რამდენჯერმე კი მისმა გაწვრთნილმა გუნდმა ფინალი ითამაშა. კოკერილი სტივ ბორტვიკის დანიშვნამდე ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული ტულონის, მონპელიესა და შოტლანდიური ედინბურგის მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი. მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.
მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა ლესტერ ტაიგერსისა და კლერმონის ღირსებას. ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული