თბილისის სახანძრო სამსახური 186 წლისაა. დღევანდელი დღე მეხანძრეებს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ მიულოცა და რამდენიმე მათგანი დააჯილდოვა და საჩუქრები გადასცა.
"დარწმუნებული ვარ რომ წლიდან წლამდე ეს პროფესია თბილისელებისთვის უფრო და უფრო საამაყო ხდება. ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში არის თბილისელების სამსახურში. ეს არის ყველაზე ღირსეული პროფესია ყველა პროფესიას შორის", - განაცხადა გიგი უგულავამ.
თბილისელების უსაფრთხოებაზე 800 მეხანძრე ზრუნავსს.