უკრაინა ამუშავებსს სტრატეგიას სამომავლოდ 2024 წლის აშშ-ის პრეზიდემტის არჩევნების კონტექსტში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს.
ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
"არ არის საჭირო ტრაგედიის შექმნა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, როდესაც ტრამპი {აშშ-ის} პრეზიდენტი გახდა, რუსეთში ზეიმობდნენ, შამპანურს სვამდნენ, ულოცავდნენ ერთმანეთს და ამბობდნენ, რომ "ტრამპი ჩვენია". აღმოჩნდა, რომ ტრამპი სულაც არ არის თქვენი, ტრამპი ამერიკელია, ასე რომ დავმშვიდდეთ, ამერიკელი ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს, ჩვენ ჩვენი უნდა გავაკეთოთ...
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ნებისმიერ პრეზიდენტთან, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომლებმაც მიიღეს ნდობის ლეგიტიმური მანდატი ამომრჩევლებისგან. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ამუშავებს სხვადასხვა სტრატეგიას. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა გამარჯვების შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა.