პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პარასკევს განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ეწვევა კიევს.
პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, მაგრამ ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის გასულ წელს დაიძაბა ტუსკის წინამორბედის, პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის დროს.
მიზეზი პოლონელი ფერმერების პროტესტი იყო იაფი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გამო. პროტესტს მხარს უჭერდა პოლონეთის მთავრობაც.
ორმხრივი უკმაყოფილება გადაიზარდა დაძაბულობასა და მკვახე რიტორიკაში.
მოელიან, რომ დონალდ ტუსკი, რომელიც ცნობილია პროუკრაინული პოზიციებით, კიევში ვიზიტისას ეცდება ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვას.