ლიეტუვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქალთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა ანასტასია გუბანოვამ.
მოკლე პროგრამის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრს 68.96 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს თავისუფალ პროგრამაში გუბანოვამ 137.56 ქულა მოიპოვა და საერთო ჯამში დაგროვებული 206.52 ქულით მეორე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონი გახდა ბელგიელი ლოენა ჰენდრიქსი (213.25), ხოლო მესამე ადგილზე მისი თანამემამულე ნინა პინზარონე (202.29) გავიდა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ერთეულებში ორი წარმომადგენლით გამოვიდა. 20 წლის ალინამ ურუშაძემ, რომელსაც მოკლე პროგრამაში 50.54 ქულა ჰქონდა, თავისუფალ პროგრამაში კი 90.12 ქულა მიიღო (39.69 - ტექნიკურ ელემენტებში, 50.43 - პროგრამულ ელემენტებში) და ჯამური 140.66 ქულით საბოლოოდ 21-ე ადგილი დაიკავა.
რომ 2024 წლის ევროპირველობაზე საქართველოს ვერცხლის მედლები სპორტულ წყვილებში ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოუტანეს.